Leave a comment

დრესდღეობით ჩვენი სამყარო სერიოზული დაბინძურების პრობლემის  წინაშე დგას.ქალაქები და ქუჩები მუდმივად ბინძურდება,ბინძურდება მდინარეები,ზღვები ,ტბები…
რის გამოც დედამიწაზე ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელი ხდება. ეკოლოგიური პრობლემა ხომ აზიანებს არა მხოლოდ გარემოს,არამედ ჩვენს ჯანმრთელობასაც. აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავითავისოდ ამ პრობლემის სერიოზულობა.სამყარო ხომ ჩვენთვისაა და ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას.

Posted 01/26/2012 by makuna1814 in Uncategorized

შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური პერსპექტივა   Leave a comment

31 ოქტომბერს, შავი ზღვის ქვეყნები შავი ზღვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ეს დღე გარემოსდამცავი

ორგანიზაციების ინიციატივით დაწესდა, თუმცა, მათივე განცხადებით, შავი ზღვის ქვეყნები ზღვის დაბიძურებისგან დაცვაზე მეტად მის ეკონომიკურ გამოყენებაზე ფიქრობენ. როგორია ამჟამად ეკოლოგიური მდგომარეობა შავ ზღვაში, რა კეთდება საქართველოში ზღვის დასაცავად და როგორია შავი ზღვის ეკონომიკური პერსპექტივა?შავი ზღვა გარშემორტყმულია 6 ქვეყნით, თუმცა მასში გაცილებით მეტი ქვეყნიდან ჩაედინება საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული მდინარეები.[ტალღების ხმა][მოქალაქის ხმა] “როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შავი ზღვა არის ეკოლოგიური საფრთხის წინაშე. ამის მიზეზი არის ის, რომ ფოთში არ არის გამწმენდი ნაგებობა და მთელი ფეკალური მასები ჩაედინება შავ ზღვაში.”

[მოქალაქის ხმა] ”ძალიან კარგი იქნება, თუ გაიწმინდება ყველაფერი. რიონიდან ჩამავალი წყალი არის ძალიან დაბინძურებული. ძალიან დაბინძურებულია ყველაფერი, სანაპირო ზოლიც, და კარგი იქნება, თუ დროზე მოგვხედავენ.”

ასე ფიქრობენ შავი ზღვის საპორტო ქალაქის, ფოთის, მცხოვრებნი. მათ მიერ ნახსენები პრობლემა არამარტო მდინარეთა ჩამონადენის ბრალია. ზღვის გარშემო განლაგებული ქალაქები თუ სახელმწიფოები არანაკლებ ზიანს აყენებენ შავ ზღვას.

მაგალითად, რუსეთი უახლოეს ხანებში იწყებს შავი ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობას, ნავთოსადენისა, რომელიც რუსეთს იტალიასთან დააკავშირებს. თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, საქართველოს საზღვრის მახლობლად, ”ბრიტიშ პეტროლიუმი” ზღვაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს. გარემოს დამცველთა აზრით, ეს ყველაფერი შავ ზღვას კარგს არაფერს უქადის. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელის, მანანა ქოჩლაძის, კომენტარი:

[მანანა ქოჩლაძის ხმა] ”თუ აქ დაიწყო მართლაც სამრეწველო მოპოვება ნავთობისა, ამას ძალიან დიდი ზეგავლენა ექნება შავ ზღვაზე, იმიტომ რომ აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის არა დიდი ჩაღვრები, არამედ ეგრეთ წოდებული ყოველდღიური ჩაღვრები.”

მანანა ქოჩლაძის განცხადებით, შავი ზღვის ფსკერზე ბურღვა ან იქ ნავთობსადენის აშენება საშიშია იმის გამოც, რომ შავ ზღავში ჭარბად არის გოგირდწყალბადის გაზი, რომელიც ძალიან აგრესიულ გაზად ითვლება. იგი მომწამლავია და მეტალის სწრაფ კოროზიას იწვევს.

მანანა ქოჩლაძის აზრით, შავი ზღვის დაბინძურების არანაკლებ საფრთხეს შეიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და პორტი, ასევე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის სავარაუდო მოპოვება და სხვ.:

[მანანა ქოჩლაძის ხმა] ”როგორც ჩვენ ვხედავთ, შავი ზღვის ქვეყნებში უფრო მეტი არის ეკონომიკური პროექტები, ვიდრე ეკოლოგიური, რომლებიც უზრუნველყოფს შავ ზღვაში დაბინძურების შემცირებას.”

ჯერ კიდევ 1997 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ შავი ზღვა ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ზღვაა. ამის მიზეზი მრავალია, ერთ-ერთი ძირითადი კი ის არის, რომ შავ ზღვას ოკეანესთან ძალიან სუსტი კავშირი აქვს. რა კეთდება საქართველოში შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? ამ კითხვაზე პასუხი ვთხოვე გარემოს დაცვის სამინისტროს ბათუმის ქვეუწყების უფროსს რამაზ მიქელაძეს, რომლის კომპეტენციაში შედის შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექტირება. მისი განცხადებით, ბოლო დროს ბევრი კეთდება ზღვის დასაცავად:

[რამაზ მიქელაძის ხმა] ”კონკრეტულად მთელი საქართველოს ისტორიაში დაიწყო კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია. შეიძლება ითქვას, ბათუმზე, ქობულეთზე ამას სერიოზული ყურადღება ექცევა. ამის თავი და თავი ის არის, რომ დაცული იქნას შავი ზღვა და მასში გაწმენდილი წყალი ჩავიდეს ზღვაში. ამისთვის 70 მილიონიანი პროგრამა ხორციელდება.”(სტილი დაცულია)

შავი ზღვის დაცვის მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საქართველოს წყლებში ”პელაგიური ტრალის” ტიპის ბადეებით თევზაობა აკრძალა. სამინისტროს აზრით, პელაგიური ტრალი ზღვის ფსკერს აზიანებს. ამან ქართველი მეთევზეების პროტესტი გამოიწვია.

Posted 01/21/2012 by makuna1814 in Uncategorized

  Leave a comment

                                         მოგესალმებით! როგორც ცნობილია, დღესდღეობით ეკოლოგიური პრობლემა ძირითადი საკითხია. ჩვენი სამყარო ესაჭიროება დაცვასა და ზრუნვას.ჩემი პირველი პოსტის მიზანი კი,არის საზოგადოებაში იმის გაანალიზება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და თუ რამდენად საჭიროა ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა.
იმედი,მაქვს ჩემს მიერ შემოთავაზებული თემა თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდება,შემომიერთდებით და გამოხატავთ თქვენ აზრს.

Posted 01/21/2012 by makuna1814 in Uncategorized

Tagged with

Follow

Get every new post delivered to your Inbox.